Belive

სადიო მანეს მორიგი ქველმოქმედება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქველმოქმედო აქტივობებით გამორჩეული სადიო მანე ამჯერად თავის სამშობლოში კორონავირუსთან ბრძოლას დაეხმარა. "ლივერპულის" თავდამსხმელმა სენეგელის ჯანდაცვის კომიტეტს 45 000 ევრო გადაურიცხა. "მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მოვლენათა ასეთი განვითარება დაინახა",-ამბობს მერსისაიდელთა ათიანის აგენტი. "შეეცადეთ გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე და დაიცვათ ჰიგიენა. დაიბანეთ ხელები 30 წუთში ერთხელ",-თქვა 27 წლის ფეხბურთელმა Instagram-ზე გავრცელებულ ვიდეოში. სენეგელში კორონავირუსის 27 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც ორმა მოქალაქემ გამოჯანმრთელება უკვე მოახერხა

სხვა სტატიები