Belive

სადიო მანე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩებს გამოტოვებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის ,,ბაიერნისა'' და სენეგალის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, სადიო მანე, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ვერ ითამაშებს. ინფორმაციას სენეგალის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელი, აბდულაი სოუ ავრცელებს:

,,მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩებში სადიო მანეს გარეშე ვითამაშებთ, ვიმედოვნებ, რომ მათ მოგებას შევძლებთ. გუნდში ეს არავის სურდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე მოხდა,'' - სოუს სიტყვებს BBC-ი ციტირებს.

მანემ ტრავმა ,,ვერდერთან'' ბუნდესლიგის შეხვედრის პირველ ტაიმში მიიღო, რის გამოც მოედანი ნაადრევად დატოვა. დაზიანების მიუხედავად, ფეხბურთელი მისი ნაკრების სამუნდიალო განაცხადში მაინც მოხვდა.

სენეგალის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის A ჯგუფში ნიდერლანდებთან, ყატართან და ეკვადორთან ერთად იასპარეზებს.

სხვა სტატიები