Belive

სადიო მანემ ლივერპულის 150 თანამშრომელს საჩუქრები გაუგზავნა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
სადიო მანე თანამედროვე ფეხბურთში არამხოლოდ მოედანზე გამორჩეული ფიგურა და სუპერვარსკვლავი, არამედ მოედნის მიღმაც, გამორჩეულად კარგი ადამიანური თვისებებითაა დაჯილდოებული და მისი საქველმოქმედო მოღვაწეობის შესახებ მსოფლიომ კარგად იცის. ამჯერად, სენეგალელი თავდამსხმელის მორიგ ღირსეულ საქციელს ყოფილი თანაკლუბელებისთვის სიმბოლური საჩუქრების გაგზავნა წარმოადგენს. 30 წლის ფეხბურთელმა "ლივერპულში" გატარებული 6 სუპერწარმატებული და ტიტულოვანი წლის შემდეგ მიუნხენის "ბაიერნთან" კონტრაქტი გააფორმა და 2022/23 წლების სეზონიდან სწორედ "რეკორდმაისტერის" შემადგენლობაში გამოდის, თუმცა გერმანულ გრანდში გადაბარგების მიუხედავად მანეს ყოფილი თანაგუნდელები არ დავიწყებია. BILD-ის ჟურნალისტმა კრისტიან ფალკმა გაასაჯაროვა, რომ მანემ 150 სასაჩუქრე ყუთი გაუგზავნა "ლივერპულის" თანამშრომლებს, როგორც ხელმძღვანელებს, ისე დასუფთავებისა და დაცვის სამსახურის წარმომადგენლებს.
საჩუქრების პარალელურად, სადიო მანემ ყოფილი თანაგუნდელებისთვის სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის წერილი გააგზავნა:​ "ჩვენ ერთად აღვნიშნეთ დიდი გამარჯვებები და შევქმენით ჩემი წარმოუდგენელი ისტორია ბოლო ექვსი წლის განმავლობაში. თქვენ ყოველთვის ჩემთან იყავით კარგ და ცუდ დროს. ჩემს გულში სამუდამოდ განსაკუთრებული ადგილი გექნებათ. მადლობა ყველაფრისთვის!".
სადიო მანემ "ლივერპულის" მაისურით როგორც ინგლისში, ისე ევროპასა და მსოფლიოში ყველა შესაძლო ტიტულის მოგება თითო-თითოჯერ მოახერხა, 269 შეხვედრაში კი 120 გოლის გატანა და 49 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.  

სხვა სტატიები