Belive

სადისციპლინო კომიტეტმა მბაპეს თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა კილიან მბაპეს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. საფრანგეთის ლიგის თასის ფინალში, მბაპემ უხეში ვარდნისათვის წითელი ბარათი მიიღო - აღნიშნული ეპიზოდის განხილვის შემდეგ, სადისციპლინო კომიტეტმა "პსჟ"-ს ვარსკვლავი 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. კილიან მბაპეს საქმის განხილვა 2 მაისს გაიმართა. წყაროს მტკიცებით, მბაპესთან ერთად შესაძლოა ნეიმარიც დაისაჯოს, რომელმაც მატჩის დასრულების შემდეგ, მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივარს დაარტყა. ნეიმარის ქმედებაზე სადისციპლინო კომიტეტი მსჯელობს, გადაწყვეტილება კი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.  

სხვა სტატიები