Belive

საერთაშორისო ჩემპიონთა თასის კალენდარი ცნობილია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ცნობილი გახდა 2019 წლის საერთაშორისო ჩემპიონთა თასის, საზაფხულო ამხანაგური ტურნირის განრიგი. მასში ევროპისა და არა მხოლოდ ევროპის საუკეთესო გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. "რომა", "არსენალი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ბაიერნი", "ბენფიკა", "ატლეტიკო", "რეალი", "მილანი", "ინტერი", "ტოტენჰემი", "იუვენტუსი", ასევე მექსიკური "ჩივასი" და "გვადალახარა" ითამაშებენ. მატჩები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთში გაიმართება. აშშ-ში ითამაშებენ – "რომა", "არსენალი", "ბაიერნი", "ჩივასი", "ბენფიკა", "ატლეტიკო" და "მილანი". ჩინეთში თავიანთ თამაშებს ჩაატარებენ "მანჩესტერ იუნაიტედი", "ინტერ", "ტოტენჰემი" და "იუვენტუსი". გარდა ამისა, ორი მატჩი ევროპაშიც ჩატარდება. "ტოტენჰემი" და "ინტერი" 4 აგვისტოს "ტოტენჰემის" ახალ ახალ სტადიონზე ითამაშებენ, "ატლეტიკო" და "იუვენტუსი" კი 10 აგვისტოს მატჩს სტოკჰოლმში გამართავენ. საერთაშორისო ჩემპიონთა თასი 16 ივლისს აშშ-ში "რომასა" და "ჩივასის" შეხვედრით გაიხსნება.

სხვა სტატიები