,,საერთო მტერი გვყავს” – გიორგი ქვილითაიამ გატანილი გოლი უკრაინას მიუძღვნა

კვიპროსის პირველი დივიზიონის 22-ე ტურში ,,აპოელმა” ,,ომონიას” სტუმრად 4:2 მოუგო. მატჩში დუბლი გაიფორმა საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი ქვილითაიამ, რომელმაც ერთ-ერთი გოლი უკრაინის დროშით აღნიშნა.

28 წლის ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა – ,,საერთო მტერი გვყავს” – დაწერა ქვილითაიამ ინსტაგრამის პირად გვერდზე და რამდენიმე უკრაინელი ფეხბურთელი მონიშნა.

მიმდინარე სეზონში გიორგი ქვილითაიას ანგარიშზე ,,აპოელის” მაისურით ჩატარებულ 20 შეხვედრაში 12 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.


 

View this post on Instagram

 

A post shared by Giorgi Kvilitaia (@kvilita13)

,,საერთო მტერი გვყავს” – გიორგი ქვილითაიამ გატანილი გოლი უკრაინას მიუძღვნა

სტატიის ავტორი
-