Belive

საფეხბურთო კლუბ საბურთალოს განცხადება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფეხბურთო კლუბ “საბურთალოსა” და უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძეს შორის, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი შეწყდა. ჩვენი კლუბი მადლობას უხდის გია ცეცაძეს გაწეული შრომისთვის და მომავალში წარმატებებს უსურვებს! რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, რომელიც “საბურთალოს” ესპანურ “ალკოიანოსთან” ელის, ამხანაგურ მატჩზე გუნდს გამოცდილი სპეციალისტი თემურ შალამბერიძე უხელმძღვანელებს. თუ ვინ იქნება მომავალში “საბურთალოს” მთავარი მწვრთნელი, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. გუნდი ესპანური შეკრებიდან სამშობლოში ხვალ დაბრუნდება. წყარო: საფეხბურთო კლუბი საბურთალო

სხვა სტატიები