Belive

"საინტერესო, მაგრამ ძვირადღირებული" - გერმანელი ჟურნალისტი ხვიჩას შესაძლო ტრანსფერზე

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანულ მედიაში ხვიჩა კვარაცხელია მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" კიდევ ერთხელ დაუკავშირეს. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ბუნდესლიგის ისტორიული გუნდი ქართველი ფეხბურთელით არის დაინტერესებული. Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ხვიჩასა და "ბორუსიას" შესაძლო კავშირზე ახლახანს SkySports.De-ის ჟურნალისტმა, მაქს ბილეფელდმაც დაწერა.

"მიუხენგლადბახის ბორუსია" თვალს ადევნებს ხვიჩა კვარაცხელიას. ის მიიჩნევა "საინტერესო, თუმცა ძვირადღირებულ" ფეხბურთელად. ფასი მერყეობს 15-20 მილიონ ევროს შორის. მოვლენები შესაძლოა დააჩქაროს ტურამის, პლეას, ჰოფმანის გუნდიდან წასვლამ," - წერს მაქს ბილეფელდი.
ამჟამინდელი მდგომარეობით, იმისთვის, რათა "ბორუსიამ" ახალი მოთამაშეების დამატება შეძლოს, მან ჯერ რომელიმე ვარსკვლავი უნდა გაყიდოს.

სხვა სტატიები