Belive

საინტერესო რიცხვები: ბოლოს როდის ვერ გავიდა რონალდუ ნახევარფინალში?

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩში "იუვენტუსმა" შინ "აიაქსთან" 1:2 წააგო და ორი მატჩის შედეგით, (2:3) ტურნირს გამოეთიშა. იტალიელთა ერთ-ერთი ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლას ზედიზედ 8 სეზონის განმავლობაში ახერხებდა. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი 2006 წლიდან მოყოლებული ჯერ "მანჩესტერის", შემდეგ კი - მადრიდის "რეალის" მაისურით თამაშობდა ნახევარფინალებში.

სხვა სტატიები