საჯარიმოების შემსრულებლები – ყველა დროის საუკეთესოდან ყველაზე ცუდამდე

ბრიტანული გამოცემა – SPORTbible თანამედროვე ფეხბურთელებს შორის (ხაზგასმულია, რომ არ იგულისხმება ზიკო, მარადონა, კუმანი და სხვა ძველი თაობის ვარსკვლავები) საჯარიმოების საუკეთესო შემსრულებლად, როგორც წესი, ჟუნინიო პერნამბუკანოს ასახელებს, რომლის ანგარიშზე კარიერაში ჯარიმიდან გატანილი 75 გოლია.

ვებგვერდმა ,,მეჯარიმეების” რეიტინგი კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა და ამჯერად მოთამაშეები ყველა დროის საუკეთესოდან ყველაზე ცუდამდე გადაანაწილა.


ყველა დროის საუკეთესო – ჟუნინიო

მსოფლიო კლასი – დევიდ ბექჰემი, ლეო მესი, სინიშა მიჰაილოვიჩი, ანდრეა პირლო

დაუფასებელი – ხუან მატა, მირალემ პიანიჩი, ტიერი ანრი, სებასტიან ლარსონი, რონალდინიო, ჯანფრანკო ძოლა, მორტენ გამსტ პედერსენი 

მაგალითისთვის, ამ კატეგორიაში მოხვდა სებასტიან ლარსონი, რომელმაც ჯარიმიდან პრემიერლიგის ბოლო 15 სეზონში ყველაზე მეტი, 11 გოლი გაიტანა.

კარგი – გარეტ ბეილი, დიდიე დროგბა, ჯეიმს მედისონი, კევინ დე ბრუინე, კრისტიან ერიქსენი, გილფი სიგურდსონი, ალესანდრო დელ პიერო, დავიდ ალაბა, ჯეიმს უორდ-პროუზი

გადაფასებული – კრიშტიანუ რონალდუ, უეინ რუნი, სტივენ ჯერარდი, რობერტო კარლოსი

როგორც SPORTbible წერს, ,,გადაფასებულთა” კატეგორიაში ასეთი ვარსკვლავების შეყვანა, რა თქმა უნდა, საკამათოა, მაგრამ მათ ცუდ შედეგზე სტატისტიკა მეტყველებს.

ცუდი – მარიო ბალოტელი, იოსიპ ილიჩიჩი, ალვარო რეკობა, ჯუნიორ სტანისლასი, მემფის დეპაი

ფეხბურთელსაც ვერ ვუწოდებდით – რობერტ ჰუტი, კამილიო ჩანო

ჩანოს სერია ა-ს ერთ-ერთ სეზონში ჯარიმიდან გოლის გატანის 21 უშედეგო მცდელობა ჰქონდა, ჰუტი კი გამოცემამ აღნიშნულ კატეგორიაში ამ ჯარიმისთვის მოახვედრა:


საჯარიმოების შემსრულებლები - ყველა დროის საუკეთესოდან ყველაზე ცუდამდე 2

საჯარიმოების შემსრულებლები – ყველა დროის საუკეთესოდან ყველაზე ცუდამდე

სტატიის ავტორი
-