Belive

სახალისო ფაქტი - აიაქსს ჰალერის ევროპა ლიგის განაცხადში შეყვანა დაავიწყდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

2021 წლის 8 იანვარს "აიაქსმა" კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი განახორციელა. მათ სებასტიან ჰალერი "ვესტ ჰემიდან"  €22.5 მილიონის სანაცვლოდ დაიმატეს. დღეს კი "აიაქსმა" ევროპა ლიგის 1/16 ფინალისთვის UEFA-ს განაცხადი გადაუგზავნა, სადაც ჰალერი ვერ მოხვდა. მიზეზი კი ძალიან სახალისოა, მათ ახლადშეძენილი ფრანგი ფორვარდის, სებასტიან ჰალერის განაცხადში შეყვანა დაავიწყდათ.

სებასტიან ჰალერმა ნიდერლანდურ კლუბში 5 თამაში ითამაშა და 2 გოლის გატანა შეძლო. შეგახსენებთ, რომ "აიაქსი" ევროპა ლიგის 1/16 ფინალში ფრანგულ "ლილს" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები