ბაიერნის მთავარი საზაფხულო სამიზნე გამოიკვეთა 

როგორც ჩანს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მიუნხენის “ბაიერნის” ერთ-ერთი მთავარი სამიზნე აშრაფ ჰაკიმი იქნება. 

AS-ის ინფორმაციით, მადრიდის “რეალის” მარჯვენა მცველის სანცვლოდ, რომელიც ამჟამად დორტმუნდის “ბორუსიაშია” განათხოვრებული, ბავარიული გრანდი 6-დან 7 მილიონ ევრომდე გადახდას აპირებს, რაც სამეფო კლუბისთვის ძალზედ დაბალი თანხაა. მიუხედავად იმისა, რომ 21 წლის ფეხბურთელი ზინედინ ზიდანის სამომავალსეზონო გეგმებში არ შედის და მას დანი კარვახალის სახით სერიოზული კონკურენტი ჰყავს, “ბლანკოსებსმაროკოელში სულ მცირე 60 მილიონი ევროს აღება სურთ.

ჰაკიმიბორუსიაში” 2018 წლის ივლისის შემდეგ თამაშობს და 72 მატჩში 12 გოლის გატანა და 17 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. მას ჩემპიონთა ლიგის უტიტულოვანეს კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში უსრულდება.

(26)

ბაიერნის მთავარი საზაფხულო სამიზნე გამოიკვეთა 

სტატიის ავტორი
-