ამსტერდამში “იუვენტუსის” 120-მდე გულშემატკივარი დააკავეს

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩის წინ, ამსტერდამში “იუვენტუსის” 120-მდე გულშემატკივარი დააკავეს – აღნიშნული ფაქტი იტალიიის ვიცე-პრემიერმა, მატეო სალვინიმ დაადასტურა.

ცნობილია, რომ დაკავებულები აგრესიულობით გამოირჩეოდნენ – პოლიციამ მათ ცივი იარაღი, წიწაკის სპრეი, ხელკეტები და პეტარდები აღმოუჩინა.

პოლიციამ ტიფოზები იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონის მიმდებარედ დააკავა და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა.

ამსტერდამში "იუვენტუსის" 120-მდე გულშემატკივარი დააკავეს 1

(279)

ამსტერდამში “იუვენტუსის” 120-მდე გულშემატკივარი დააკავეს

სტატიის ავტორი
-