დორტმუნდის ბორუსიას ბარსელონასთან შეტევის ლიდერი არ ეყოლება

დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელი, პაკო ალკასერი, ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურს გამოტოვებს, რომელსაც გერმანელები კატალონიის “ბარსელონას” წინააღმდეგ გამართავენ.

ესპანური Marca-ს ცნობით, პაკო ალკასერმა მუხლის ტრავმა “პადერბორნთან” მატჩში (3:3) მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ალკასერი 2016 წელს “ბარსელონაში” თამაშობდა – კატალონიელებმა მის სანაცვლოდ “ვალენსიას” €30 მილიონი გადაუხადეს. 2 წლის შემდეგ, ალკასერი იჯარის წესით დორტმუნდის “ბორუსიაში” გადავიდა, სადაც თავი ბრწყინვალე თამაშით გამოიჩინა და საბოლოოდ, გერმანელებმა მისი კონტრაქტი გამოისყიდეს.

მიმდინარე სეზონში, პაკო ალკასერმა 13 მატჩი ჩაატარა, სადაც მან 7 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.

 

(34)

დორტმუნდის ბორუსიას ბარსელონასთან შეტევის ლიდერი არ ეყოლება

სტატიის ავტორი
-