ლევანდოვსკიმ კლოპის მისამართით საინტერესო განცხადება გააკეთა

მიუნხენის “ბაიერნის” ლიდერი, რობერტ ლევანდოვსკი იურგენ კლოპის მისამართით საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს. “რეკორდმაისტერის” პოლონელმა შემტევმა კლოპის ხელმძღვანელობით გაწვრთნილი “დორტმუნდი” და გუნდში არსებული ატმოსფერო გაიხსენა.

“ის არის მწვრთნელი, რომელმაც ჩემს კარიერულ განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ყოველთვის მადლიერი ვიქნები! “დორტმუნდში” უდიდესი შრომა გავწიეთ და შთამბეჭდავ შედეგს მივაღწიეთ. სწორედ აღნიშნულმა წარმატებამ მიგვიყვანა იქ სადაც დღეს ვართ.”

“ბედნიერი ვარ, რომ ისეთი მწვრთნელისა და დიდებული პიროვნების გაცნობის შესაძლებლობა მქონდა, როგორიც კლოპია. იგი უდიდესი მწვრთნელი და ბრწყინვალე ადამიანია. მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. კლოპმა დამარწმუნა, რომ უმაღლეს დონეზე თამაში შემიძლია. მან დამარწმუნა, რომ იმაზე გაცილებით მეტის გაკეთება შემიძლია ვიდრე თავად წარმომედგინა. კლოპი რაღაც ისეთს ხედავდა ჩემში, რასაც მე ვერასდროს ვამჩნევდი”, – აღნიშნა რობერტ ლევანდოვსკიმ.

შეგახსენებთ, რომ დორტმუნდის “ბორუსიას” შემადგენლობაში ლევანდოვსკიმ 187 მატჩი ჩაატარა, სადაც მან 103 გოლის გატანა და 42 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.

ლევანდოვსკიმ კლოპის მისამართით საინტერესო განცხადება გააკეთა

სტატიის ავტორი
-