ლევანდოვსკის შესანიშნავი სეზონი – პოლონელი ისტორიაში მეხუთეა 

204
ნახვა

მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში, “ოლიმპიაკოსთან” (3:2) მოგებულ შეხვედრაში, დუბლი შეასრულა და ტურნირის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა შორის მე-5 ადგილზე გადავიდა.

პოლონელმა ფორვარდმა უკვე 58 გოლი მოაგროვა და “მანჩესტერ იუნაიტედისა” და მადრიდის “რეალის” ყოფილ თავდამსხმელ რუდ ვან ნისტელროის გადაასწრო – ჰოლანდიელის ანგარიშზე 56 გოლია.

უფრო მეტი გოლი ქარიმ ბენზემას (60), რაულს (71), ლიონელ მესის (112), და კრიშტიანუ რონალდუს (127) აქვთ.

ლევანდოვსკი რომელიც “ბაიერნში” 2014 წლიდან გამოდის, შესანიშნავ სეზონს ატარებს. 31 წლის ფორვარდს ამ სეზონში ბუნდესლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში ყველა მატჩში (11) გოლი აქვს გატანილი (17).

(204)

ლევანდოვსკის შესანიშნავი სეზონი – პოლონელი ისტორიაში მეხუთეა 

სტატიის ავტორი
-