მესიმ ლიონთან შესრულებულ პანენკაზე ისაუბრა

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩში “ბარსელონამ” შინ “ლიონი” 5:1 გაანადგურა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

საუცხოო მატჩი ჩაატარა კატალონიელთა ლიდერმა, ლეო მესიმ, რომელმაც 2 გოლი გაიტანა და 2 ასისტი შეასრულა.

მესის თამაშის შემდეგ, პანენკას სტილში შესრულებულ პენალტზე ჰკითხეს.

“დავინახე, რომ მეკარეს მოძრაობა მისგან მარცხენა კუთხეში ჰქონდა დაწყებული და პანენკას დარტყმა სწორედ ამიტომ გადავწყვიტე. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა,” – თქვა მესიმ.

მესიმ ლიონთან შესრულებულ პანენკაზე ისაუბრა

სტატიის ავტორი
-