სადიო მანე: “კამპ ნოუზე თამაში ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა”

61
ნახვა

ლივერპულის შემტევმა, სადიო მანემ, “ბარსელონასთან” გასამართი მატჩის წინ განცხადება გააკეთა.

“გასულ წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში ჩვენთვის უდიდესი გამოწვევა და სიამოვნება იყო. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ წელს ჩემპიონთა ლიგის ტიტულს დავეუფლოთ.

ძალიან მიხარია, რომ ფირმინომ მიკრო ტრავმა მოირჩინა. ის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. რაც შეეხება კოუტინიოს – ის საოცარი ფეხბურთელია. გული დამწყდა, როდესაც იგი სათამაშოდ “ბარსელონაში” გადავიდა. დარწმუნებული ვარ, რომ დროთა განმავლობაში იგი კიდევ უფრო დიდ ფეხბურთს ითამაშებს.

“კამპ ნოუ” დიდებული სტადიონია. “ბარსელონას” თამაშებს ბავშვობიდან ვუყურებდი და ჩემთვის ამ სტადიონზე თამაში დიდი სიამოვნება იქნება. თუმცა მინდა ვთქვა, რომ “კამპ ნოუ” ჩვენთვის არა წნეხი, არამედ დიდი მოტივაციის წყარო გახდება,” აღნიშნა სადიო მანემ.

(61)

სადიო მანე: “კამპ ნოუზე თამაში ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა”

სტატიის ავტორი
-