ლუკ დე იონგი ევროპის ლიგაში საუკეთესოდ დაასახელეს

ევროპის ლიგის 2019/20 წლების სეზონის ფინალური შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად ლუკ დე იონგი დასახელდა.

ნიდერლანდელი თავდამსხმელი ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროტურნირის ფინალურ მატჩში თავური დარტყმით დუბლის გაფორმება შეძლო. გარდა ამისა, ის შეხვედრაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო და საბოლოოდ საუკეთესოდაც დაასახელეს.

“სევილიამ” ფინალში მილანის “ინტერს” – 3:2 აჯობა და ტურნირის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი კლუბის სტატუსი კიდევ ერთხელ გაიმყარა – ესპანელებმა აქ თასი 6-ჯერ აღმართეს.

დე იონგმა “სევილიაში” პირველ სეზონში 46 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

(15)

ლუკ დე იონგი ევროპის ლიგაში საუკეთესოდ დაასახელეს

სტატიის ავტორი
-