დინამოს მეკარე გაბალასთან მატჩამდე: “ეს შეხვედრები უნდა მოვიგოთ”

ევროპა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში “დინამო თბილისი” ხვალ სტუმრად “გაბალას” დაუპირისპირდება.

აღნიშნულ შეხვედრამდე საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მეკარემ, ხოსე პერალესმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“გუნდი შესანიშნავ ფორმაშია. თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ. გაბალაში ახალ ფეხბურთელებთან ერთად ჩამოვედით და ვფიქრობ, რომ ისინი ძალიან გაგვაძლიერებენ. ჩემი აზრით, შემადგენლობის დაყენების მხრივ მთავარ მწვრთნელს დიდი ფუფუნება აქვს.

“გაბალასთან” თამაში “დინამოს” ფეხბურთელებს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას აძლევს. აზერბაიჯანულ გუნდთან შეხვედრები უნდა მოვიგოთ, “ფეინოორდზე” კი შემდეგ ვიფიქრებთ,” – თქვა პერალესმა.

(93)

დინამოს მეკარე გაბალასთან მატჩამდე: “ეს შეხვედრები უნდა მოვიგოთ”

სტატიის ავტორი
-