“ეს სირცხვილზე მეტია, რა არის საქართველო, ევროპა?” – მოსკოვის დინამოს საბჭოს წევრი გაწბილებულია 

თბილისის “ლოკომოტივთან” (1:2) მარცხის შემდეგ, მოსკოვის “დინამოს” მრჩეველთა საბჭოს წევრმა ლევ ლეშენკომ თავისი გუნდის თამაში მწარედ გააკრიტიკა.

სირცხვილის გარდა ვერაფერს ვგრძნობ. ეს სირცხვილზე მეტია. თბილისის “ლოკომოტივი” სამოყვარულო გუნდს ჰგავს. 

მათ არც ბიუჯეტი აქვთ, არც არაფერი. მათი ფონზე კი დინამო კიდევ უფრო ცუდად გამოიყურებოდა. ერთადერთი, რაც ჩვენმა ფეხბურთელებმა ისწავლეს, არის ზეწოლა მეორე მხარეზე. არ მესმის “ლოკომოტივი” ფეხბურთს რანაირად თამაშობს, ვცდილობ ამის გარკვევას, მაგრამ ვერ ვახერხებ.

“დინამო” ევროპაში? ისინი ევროპაში არასდროს ყოფილან. ვისთან დავმარცხდით? რა არის საქართველო? ევროპა? ჩვენ არ ვართ მზად ევროპაში სათამაშოდ. იქნებ კიდეც უკეთესი იყოს, რომ დავმარცხდით. ასე რომ, ეს უბრალოდ სირცხვილია. 

საერთოდ არ გრცხვენიათ? როგორ წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი? თქვენ ვერ აცნობიერებთ თუ რაოდენ დიდ გუნდში თამაშობთ. ქართველებმა ორჯერ შეუტიეს და ორი გოლი გაუშვეს. 

რაში გჭირდებათ ასეთი ფეხბურთელები, რომლებშიც ამდენ ფულს ხარჯავთ. შეადარეთ ჩვენი და “ლოკომოტივის”. ბიუჯეტები, ისინი მილიონებს არ ხარჯავენ. ჩვენ ჩამოგვყავს ლეგიონერები, რომლებიც რუსეთისგან მხოლოდ ფულს იღებენ და საპირისპიროდ არაფერს აძლევენ. ჩვენმა ფეხბურთმა დაიძინა“, – თქვა ლეშენკომ.

(1501)

“ეს სირცხვილზე მეტია, რა არის საქართველო, ევროპა?” – მოსკოვის დინამოს საბჭოს წევრი გაწბილებულია 

სტატიის ავტორი
-