ევროპა ლიგა: მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია

19 მარტს, შვეიცარიაში, ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში რანგით მეორე ევროპული საკლუბო ტურნირის მეოთხედფინალური წყვილების წილისყრა გაიმართა.

ევროპა ლიგის რვა საუკეთესო კლუბი შემდეგნაირად დაწყვილდა:

  • “გრანადა”- “მანჩესტერ იუნაიტედი”
  • “არსენალი”- “სლავია”
  • ამსტერდამის “აიაქსი”- “რომა”
  • ზაგრების “დინამო”- “ვილიარეალი”

ცნობილია, რომ “გრანადა” – “მანჩესტერის” წყვილის გამარჯვებული “აიაქსი” – “” “რომას” შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება, ხოლო “დინამო” – “ვილიარეალის” და “არსენალი” – “სლავიას” დუელებში უკეთესები ერთმანეთს შეხვდებიან.

მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩები 8, ხოლო საპასუხო შეხვედრები 15 აპრილს გაიმართება.

(143)

ევროპა ლიგა: მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია

სტატიის ავტორი
-