ევროპის ლიგა: სამივე ქართული კლუბის მეტოქე ცნობილია

10 აგვისტოს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შედგა.

რანგით მეორე ევროპულ ტურნირზე საქართველოს სამი კლუბი წარმოადგენდა, რომელთაც შემდეგი მეტოქეები ხვდათ წილად:

“საბურთალო” – “აპოლონ ლიმასოლი” – მასპინძელი კვიპროსული გუნდი იქნება.

“დინამო ბათუმი – “ჰაპოელ ბერ შევა” – მასპინძელი ებრაული კლუბი იქნება.

“ლოკომოტივი” – “უნივერსიტეტია კრაიოვა” (რუმინეთი) – მასპინძელი ქართული კლუბი იქნება.

ისევე, როგორც ჩემპიონთა ლიგაში, ევროპის ლიგაშიც დაპირისპირებები ერთმატჩიანი იქნება.

(579)

ევროპის ლიგა: სამივე ქართული კლუბის მეტოქე ცნობილია

სტატიის ავტორი
-