ჰოლანდმა განმარტა თუ რატომ აირჩია დორტმუნდის ბორუსიაში თამაში

ერლინგ ჰოლანდმა განმარტა, რომ დორტმუნდის ბორუსიას ცნობილი “ყვითელი კედლის” წინაშე თამაშის შანსი იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც მან 2020 წლის ზამთარში, მიუხედავად ევროპის უდიდესი კლუბების ინტერესისა, “ზალცბურგიდან” სწორედ გერმანულ გუნდში გადაბარგება აირჩია.

რა თქმა უნდა, მოლაპარაკებებში რამდენიმე კლუბი იყო ჩართული, მაგრამ ამავე დროს მე ამის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი.

მე და მამაჩემი ზალცბურგში ჩვენს სახლში ვისხედით და “დორტმუნდის” თამაშს ვუყურებდით. მას ვუთხარი: “ოჰ, შეხედე კედელს კარს მიღმა. იქ რაღაც განსაკუთრებული ატმოსფეროა თამაშისთვის. ვფიქრობ, ნახევრად ეძინა დივანზე, მაგრამ უცებ ეს რეალობად იქცა, როცა მათ ვესაუბრე, კარგი ხასიათზე დავდექი. ამის შემდეგ ვიგრძენი, რომ ტრანსფერის განხორციელების ალბათობა უფრო გაზრდილი იყო.

რაც ძალიან მომეწონა მათში, ეს პირდაპირობა იყო. მათ თქვეს, ზუსტად რა იქნებოდა ჩემთვის საუკეთესო და ეს მომეწონა“, – თქვა ჰოლანდმა”.

მიმდინარე სეზონში , საკლუბო დონეზე, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 35 შეხვედრაში, ჰოლანდს 33 გოლი აქვს გატანილი და 10 საგოლე გადაცემა გაკეთებული.

(55)

სტატიის ავტორი
-