ფინანსური დარღვევები – უეფამ ვულვზი დასაჯა

Sky Sports-ის ინფორმაციით, უეფა “ვულერჰემპტონს” 2019/20 წლების სეზონში, ფინანსური სამართლიანი თამაშის წესების დარღვევისთვის დასჯის.

“მგლების” ხელმძღვანელები უეფასთან ფინანსური ანგარიშსწორების გეგმის შესახებ შეთანხმდნენ. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის დავალებით, შემდეგი ორი სეზონის განმავლობაში, ინგლისურ კლუბს ფინანსური ჭერის 30 მილიონ ევრომდე შეზღუდვა მოუწევს.

არის კიდევ ერთი სანქცია: იმ შემთხვევაში, თუ “ვულვზი” შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს, მას შეეძლება შემადგენლობაში 25-ს ნაცვლად 23 ფეხბურთელი შეიყვანოს.

გარდა ამ ყველაფრისა, პრემიერლიგის მეშვიდეადგილოსნებს ჯარიმის სახით უეფაში 600 000 ევროს გადახდაც მოუწევთ.

ვულვზმა პრემიერლიგის 2019/20 წლების სეზონი მეშვიდე პოზიციაზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას ევროპის ლიგიდან შეეცდება, სადაც მეოთხედფინალშია გასული, მეტოქედ კი “სევილია” ჰყავს.

(55)

ფინანსური დარღვევები – უეფამ ვულვზი დასაჯა

სტატიის ავტორი
-