ხავი: ,,ბარსელონას ბაიერნთან გამარჯვება შეუძლია”

კატალონიის ,,ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ, ,,ბეტისთან” მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდის მიზანი ,,ბაიერნის” დამარცხებაა:

,,ბარსელონას მიუნხენში ბაიერნთან გამარჯვება შეუძლია. ეს ჩვენი მიზანია. ჩვენ საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებული. თამაში მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რთულ არენაზე გვიწევს, მაგრამ ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ,” – ხავის სიტყვებს Espn-ი ციტირებს.


ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ,,ბარსელონა” ,,ბაიერნს” ესტუმრება. იმ შემთხვევაში თუ ,,ბენფიკა” კიევის ,,დინამოს” დაამარცხებს, კატალონიელები კი მიუნხენელებთან ვერ მოიგებენ, ხავის გუნდი მერვედფინალში ვერ გავა.

ხავი: ,,ბარსელონას ბაიერნთან გამარჯვება შეუძლია”

სტატიის ავტორი
-