მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზი ნეიმარმა ჩუპო მოტინგს აჩუქა

რამდენიმე წუთის წინ, ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/4 ფინალური მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს “პსჟ” და “ატალანტა” დაუპირისპირდნენ.

საბოლოოდ ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 2:1, “პსჟ”-ს სასარგებლოდ დაფიქსირდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშის წოდება კი UEFA-მ ნეიმარს მიანიჭა, რომელმაც პრიზი მატჩის გმირს – ჩუპო მოტინგს გადასცა. ჩუპო მოტინგი მოედანზე 79-ე წუთზე შემოვიდა, სწორედ მის აქტიურობას მოჰყვა პირველი გოლი, ხოლო მეორე გოლი კი თავად მან გაიტანა.

 

(177)

მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზი ნეიმარმა ჩუპო მოტინგს აჩუქა

სტატიის ავტორი
-