26 თებერვალს ევროპის ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, პრაღის “სლავიამ” ინგლისურ “ლესტერს” სტუმრად, “ქინგ პაუერზე“, საშინაო კედლებში ნათამაშები უგოლო ფრეს შემდეგ, 2 უპასუხო გოლი გაიტანა და ასპარეზობას გამოთიშა.

ამ მნიშვნელოვანი ისტორიული გამარჯვებისა და მერვედფინალში გასვლის შემდეგ, ჩეხური კლუბის ფეხბურთელებმა წარმატება გუნდის ყოფილ და ამჟამად პრემიერლიგის ვარსკვლავ ტომას სოუჩეკთან ერთად აღნიშნეს.

“ვესტ ჰემის” 25 წლის საყრდენ ნახევარმცველს ყოფილმა თანაგუნდელებმა მოედნიდანვე დაურეკეს და ბედნიერი წუთები და ემოციები გაუზიარეს.

სოუჩეკი პრაღური კლუბის აღზრდილია და ძირითად გუნდში გატარებულ 6 წელიწადში 158 შეხვედრა ჩაატარა და 40 გოლი გაიტანა. მან გუნდთან ერთად ორჯერ ქვეყნის ჩემპიონატი და ორჯერ თასი მოიგო.

 

პრაღის სლავიას ფეხბურთელებმა ტომას სოუჩეკს დაურეკეს და გამარჯვება ერთად იზეიმეს (ვიდეო)

სტატიის ავტორი
-