ქართული გოლები ჩემპიონთა ლიგაზე (ფოტო/ვიდეო)

კორონავირუსმა მსოფლიო სპორტი დროებით შეაჩერა და სპორტის მოყვარულთათვის უკვე გაუსაძლისია უსპორტობა, თუმცა ნელ-ნელა მსოფლიოში სპორტული მოვლენები ნახლდება, მაგალითისთვის: შვეიცარიის ჩემპიონატი, ავსტრიულმა და ესპანურმა კლუბებმა ვარჯიში განაახლეს და სეზონის განახლებას ელიან, იტალიის სერია ა-ს გუნდები 4 მაისიდან დაიწყებენ ვარჯიშს, ბუნდესლიგა კი 9 მაისს განახლდება.

ყველასთვის საყვარელი ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის ბედი ჯერჯერობით უცნობია. ვინაიდან და რადგანაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი სპორტის მოყვარულებს მოენატრათ, გავიხსენოთ ქართველი ფეხბურთელების გოლები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

ასეთი ბედნიერება ქართველებს მხოლოდ 4-ჯერ გვერგო, ბოლო ქართული გოლი ჩემპიონთა ლიგაზე 2005 წელს გავიდა.

ლევან კობიაშვილი (“შალკე”)

ქართული გოლები ჩემპიონთა ლიგაზე (ფოტო/ვიდეო) 1

2005 წლის 23 ნოემბერი – ეს საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი და წარმატებული დღეა. სწორედ ამ დღეს, ლევან კობიაშვილმა, ჩემპიონთა ლიგის 2005/2006 წლების სეზონის E ჯგუფის მატჩში, “პსვ”-ს ჰეთ-თრიქი შეუსრულა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ეურელიო გომესის (“პსვ”-ს იმჟამინდელი მეკარე) კარში პირველი გოლი თერთმეტმეტრიანით, მატჩის მე-18 წუთზე გაიტანა. მატჩის 72-ე წუთზე კი დუბლი შეუსრულა, რაც შეეხება მესამე გოლს, ჰეთ-თრიქი მან 79-ე წუთზე შეასრულა, როდესაც კვლავ თერთმეტმეტრიანი დარტყმულით, მეკარისგან მარცხენა კუთხეში გაიტანა.

საბოლოო ჯამში კობიაშვილის ჰეთ-თრიქით “შალკემ” “პსვ” 3:0 დაამარცხა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიბრუნა.

მიხეილ აშვეთია (მოსკოვის “ლოკომოტივი”)

ქართული გოლები ჩემპიონთა ლიგაზე (ფოტო/ვიდეო) 2

2003 წლის 21 ოქტომბერს, მოსკოვის “ლოკომოტივმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “ინტერს” უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. ეს მატჩი ქართველთათვის უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა, რადგან მატჩის 50-ე წუთზე მილანელთა მეკარის – ტოლდოს კარში გოლი – მიხეილ აშვეთიამ გაიტანა.

მიხეილ აშვეთიას გოლმა “ლოკომოტივს” გადამწყვეტი უპირატესობა მოუტანა და ანგარიში 2:0 გახადა, საბოლოო ჯამში მოსკოველებმა 3:0 მოიგეს და ჯგუფური ეტაპიდან გავიდნენ, ხოლო “ინტერი” კი ჯგუფში ჩარჩა.

გიორგი დემეტრაძე (“დინამო კიევი”) 

ქართული გოლები ჩემპიონთა ლიგაზე (ფოტო/ვიდეო) 3

ქართველ შემტევს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 3 გოლი აქვს გატანილი. სადებიუტო გოლი მან 1999-2000 წლის სეზონში მიუნხენის “ბაიერნის” წინააღმდეგ გაიტანა, როდესაც მატჩის 71-ე წუთზე, ულამაზესი შორეული გასროლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (2:0).

რაც შეეხება დანარჩენ გოლებს, ის 2 გოლი მან 2000 წლის 26 სექტემბერს მიითვალა, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში ბელგიურ “ანდერლეხტს” მატჩის 89-ე და 90-ე წუთებზე გაუტანა. საბოლოოდ ამ მატჩში “დინამო კიევმა” 4:0 გაიმარჯვა.

კახა კალაძე (“დინამო კიევი”)

ქართული გოლები ჩემპიონთა ლიგაზე (ფოტო/ვიდეო) 4

კახა კალაძე არის საქართველოს ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა, მოგვიანებით კი ეს პრესტიჟული ტურნირი 2-ჯერ მოიგო (“მილანში”).

“მილანის” მაისურით კალაძეს ჩემპიონთა ლიგაზე გოლი არ აქვს გატანილი, თუმცა “დინამო კიევის” მაისურით მას თავი 3-ჯერ აქვს გამოჩენილი. პირველად ეს ფაქტი 1998 წელს მოხდა, როდესაც მან თავური დარტყმით, ფრანგული “ლანსის” კარები აიღო.

მეორე გოლი კალაძემ “ბაიერნის” კარში გაიტანა, ამ მატჩში ასევე თავი გამოიჩინა გიორგი დემეტრაძემ. მესამე გოლი კი ბელგიურ “ანდერლეხტს” გაუტანა.

კახა კალაძეს ჩემპიონთა ლიგაზე 84 მატჩი აქვს ჩატარებული, 64-ჯერ კი “მილანის” მაისურით.

გიორგი დემეტრაძის და კახა კალაძის გოლები Vs. “ბაიერნი” 

 

მიხეილ აშვეთიას გოლი Vs “ინტერი”

სამწუხაროდ ლევან კობიაშვილის ჰეთ-თრიქის ვიდეო, რომელიც “პსვ”-ს შეუსრულა, არსად არ მოიპოვება.

(3387)

ქართული გოლები ჩემპიონთა ლიგაზე (ფოტო/ვიდეო)

სტატიის ავტორი
-