რომელუ ლუკაკუმ ბრაზილიელი რონალდოს შედეგი გაიმეორა 

ევროპის ლიგის 2020 წლის სეზონის ფინალში ერთმანეთს “სევილია” და მილანის “ინტერი” ხვდებიან. პირველი ნახევრის შემდეგ ფრე ფიქსირდება – 2:2.

ანგარიში მატჩის მეხუთე წუთზე რომელუ ლუკაკუმ პენალტის ნიშნულიდან გახსნა.

აღსანიშნავია, რომ ბელგიელმა ფეხბურთელმა ამ გოლით ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდის რონალდოს მიღწევა გაიმეორა. “ფენომენად” წოდებულმა თავდამსხმელმა “ნერაძურიში” სადებიუტო სეზონში 34 გოლის გატანა მოახერხა, რაც მილანური კლუბის მაისურით ჩატარებულ სადებიუტო სეზონში სარეკორდო მაჩვენებელია. 27 წლის ფორვარდმა, რომელიც ანტონიო კონტეს გუნდში ასევე პირველ სეზონს ატარებს, ამ მაჩვენებელს ყველა ტურნირზე ჩატარებულ 51 შეხვედრაში უწია, რაც ბრაზილიელის შედეგზე 4-ით მეტია.

(72)

რომელუ ლუკაკუმ ბრაზილიელი რონალდოს შედეგი გაიმეორა 

სტატიის ავტორი
-