ლოვრენის მისვლის შემდეგ: ბრანისლავ ივანოვიჩმა ზენიტი დატოვა 

სანქტ-პეტერბურგის “ზენიტის” ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, ბრანისლავ ივანოვიჩმა კლუბი დატოვა.

ვეტერანმა მცველმა და რუსულმა კლუბმა გადაწყვიტეს, რომ ხელშეკრულება აღარ გაეხანგრძლივებინათ. ეს მას შემდეგ, რაც რუსეთის მოქმედმა ჩემპიონმა “ლივერულის” აწ უკვე ყოფილი ცენტრალური მცველის დიენ ლოვრენის დამატება გადაწყვიტა.

სერბი ფეხბურთელი 2006-08 წლებში მოსკოვის “ლოკომოტივში” თამაშობდა, სადაც ქვეყნის თასი მოიგო, შემდეგ არასრული 9 სეზონი ლონდონის “ჩელსიში” გაატარა, პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგა და სხვა არაერთი ტიტული მოიგო, 2017 წლიდან კი “ზენიტს” შეუერთდა, გუნდის კაპიტანი, ორჯერ ქვეყნის ჩემპიონი, ერთხელ კი თასის მფლობელი გახდა.

(65)

ლოვრენის მისვლის შემდეგ: ბრანისლავ ივანოვიჩმა ზენიტი დატოვა 

სტატიის ავტორი
-