Belive

"საკუთარ ოქროს ბურთს მივცემ" - ლუის სუარესი რობერტ ლევანდოვსკიზე

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ოქროს ბურთის 1960 წლის გამარჯვებული, ლუის სუარეს მირამონტესი მიიჩნევს, რომ რობერტ ლევანდოვსკი აღნიშნულ ჯილდოს ახლა ყველაზე მეტად იმსახურებს.
"მიეცით პოლონელს ოქროს ბურთი, თუკი ამას არ გააკეთებთ, მას მე საკუთარს გადავცემ," - თქვა 86 წლის ესპანელმა.
გეტყვით, რომ სუარესმა ოქროს ბურთის მოგება 1960 წელს "ბარსელონაში" თამაშის დროს მოახერხა. საერთო ჯამში, მან კატალონიური კლუბის შემადგენლობაში 122 მატჩი ჩაატარა და 61 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები