Belive

საკუთარ ტრანსფერზე ფსონის განთავსების გამო ტრიპიერი ფეხბურთს 2 თვით ჩამოშორდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ნაკრებისა და "ატლეტიკოს" ფეხბურთელმა კიერან ტრიპიერმა 10 კვირიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და 70 000 ევროთი დაჯარიმდა. მიზეზი ფსონების განთავსებაში მონაწილეობის მიღებაა. 30 წლის მარჯვენა მცველმა გასულ ზაფხულს, "ტოტენჰემიდან" მადრიდულ კლუბში გადასვლის დროს საკუთარ ტრანსფერზე გარკვეული თანხა დადო. ტრიპიერი ფეხბურთს 28 თებერვლამდე ვერ ითამაშებს და შესაბამისად, ის გამოტოვებს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ შეხვედრას "ჩელსისთან".  

სხვა სტატიები