Belive

სალა სავარაუდოდ გარდაცვლილია

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"კარდიფის" ახლადშეძენილი თავდამსხმელი, ემილიანო სალა სავარაუდოდ გარდაცვლილია.  პოლიციის განცხადებით, მათ არგენტინელის ცოცხლად პოვნის ყველანაირი იმედი გადაეწურათ. მათი თქმით, წარმოუდგენელია ის ცოცხალი ყოფილიყო ამდენ ხანს.

  ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ თვითმფრინავში სამაშველო გასაბერი ნავიც იყო და იმედი ჰქონდათ, რომ ფეხბურთელი გადარჩებოდა, თუმცა იმედები ყოველ წამს იწურება. 28 წლის ფეხბურთელმა "კარდიფთან" კონტრაქტი რამდენიმე დღის წინ გააფორმა და ის საფრანგეთში ყოფილ თანაგუნდელებთან დასამშვიდობებლად ჩავიდა. ბრიტანეთში მიმავალ გზაზე კი ტრაგედია მოხდა. იმედები აღარ არის, თუმცა ძებნის ოპერაცის გრძელდება.

სხვა სტატიები