Belive

სალაჰი ლივერპულის ლეგენდას გაუთანაბრდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩებმა 14 სექტემბერს აიღო სტარტი. გულშემატკივართა განსაკუთრებულ ინტერესს B-ჯგუფის შეხვედრა იწვევდა, რომელშიც "ლივერპული" "მილანს" დაუპირისპირდა. "ენფილდზე" გამართულმა მატჩმა გულშემატკივართა მოლოდინი გაამართლა - ფანებმა დრამატული დაპირისპირება იხილეს, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა. "როსონერის" კარში გატანილი ერთ-ერთი გოლის ავტორი მოჰამედ სალაჰი გახდა, რომელმაც სტივენ ჯერარდის შედეგი გაიმეორა. სალაჰმა ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, "ენფილდზე" გამართულ მატჩებში მე-14 გოლი გაიტანა და სტივენ ჯერარდს გაუთანაბრდა. ასევე იხილეთ: ლივერპული 3:2 მილანი (მიმოხილვა)

სხვა სტატიები