Belive

სალაჰი პრემიერ ლიგის ისტორიაში შევიდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულმა" პრემიერ ლიგის 30-ე ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" 4:0 გაანადგურა. კრიშტიანუ რონალდუს გარეშე მყოფ "წითელ ეშმაკებს" მოჰამედ სალაჰმა ორი გოლი გაუტანა. გუშინდელი დუბლით, ეგვიპტელმა ვინგერმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა. ფეხბურთელი პრემიერ ლიგის ისტორიაში სალაჰი არის პირველი ფეხბურთელი, რომელმაც "იუნაიტედს" ერთ სეზონში 5 გოლი გაუტანა. შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში, "ოლტ ტრაფორდზე" გამართულ შეხვედრაში მოჰამედმა ჰეთ-თრიქი შეასრულა. მიმდინარე სეზონში 30 წლის სალაჰის ანგარიშზე 22 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა. 76 ქულით ახლა "ლივერპული" პირველ ადგილს იკავებს, თუმცა "მანჩესტერ სიტის" ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

სხვა სტატიები