Belive

სალაჰის გარეშე - ლივერპულს სამი ახალი კაპიტანი ეყოლება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა გამოაცხადა, რომ განაპირა მცველები, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი და ენდრიუ რობერტსონი და მეკარე, ალისონი ამ სეზონში მერსისაიდელთა ე.წ "კაპიტნის ჯგუფს" დაემატებიან. ამჟამად გუნდის კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონია, მისი არ ყოფნის შემთხვევაში კი ლიდერის ფუნქციების საკუთარ ხელში აღება, შესაბამისად, ჯეიმს მილნერს და ვირჯილ ვან დაიკს უწევთ. ამიერიდან, სამ კაპიტანს კიდევ 3 შეუერთდება და კაპიტანთა ჯგუფში წევრთა რაოდენობა ექვსამდე გაიზრდება.
Image Credit: PA
ახალი კაპიტნების არჩევა გუნდის შიდა სხდომაზე მოხდა, რომელსაც მოქმედი კაპიტნები უძღვებოდნენ. ყველაზე მეტი ხმა, ზემოთხსენებულმა ფეხბურთელებმა დააგროვეს, საინტერესოა, რომ სიაში ვერ მოხვდა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, მოჰამედ სალაჰი, რომელმაც წინა კვირას, "ბრენტფორდის" წინააღმდეგ, პრემიერ ლიგაში თავისი მე-100 გოლი გაიტანა.
Image Credit: PA
წინა სეზონში, "ლივერპულს" მეოთხე კაპიტანიც ჰყავდა, თუმცა ჟორჟინიო ვაინალდუმი თავის კარიერას უკვე "პარის სენ-ჟერმენში" აგრძელებს. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ეგვიპტელი "ფარაონის" წასვლის შესახებ საუბრები ხშირი იყო, ახლა კი მისი კაპიტანთა რიგებში არ შეყვანა შესაძლოა კლუბის დატოვების მიზეზთა რიცხვს მიემატოს, რაც შეეხება ალექსანდერ-არნოლდს, რობერტსონს და ალისონს, კლუბმა აჩვენა, რომ მათთან მიმართებაში ხანგრძლივი გეგმები აქვს.

სხვა სტატიები