Belive

სალაჰის მორიგი ქველმოქმედება - ეგვიპტელი კორონავირუსთან ბრძოლაში ჩაება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულისა" და ეგვიპტის ნაკრების თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა კორონავირუსთან საბრძოლველად თავისი მშობლიური ქალაქის კლინიკას დახმარების ხელი გაუწოდა. 28 წლის ფეხბურთელმა ქალაქ ბასჯუნში მდებარე საავადმყოფოს მიაწოდა ჟანგბადის ბალონები და ყველა საჭირო აპარატურა, რომელიც პანდემიასთან ბრძოლაში კლინიკისთვის აუცილებელია. სალაჰმა ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც შეიტყო, რომ საზოგადოებრივ საავადმყოფოებში ჟანგბადის უკმარისობის გამო კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. სალაჰმა კეთილშობილური შემოწირულობა გააკეთა ნაგრიგას საქველმოქმედო ასოციაციის მეშვეობით გააკეთა, რომელიც თავად, 2017 წელს დაარსა. წლების განმავლობაში, მერსისიადული კლუბის მე-11 ნომრის მიერ შექმნილი ფონდი მშობლიურ ქალაქში იმ ადამიანებს სტაბილურად ეხმარებოდა, რომელთაც თანადგომა განსაკუთრებით სჭირდებათ. "ფარაონმა" გამოყო თანხა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურის, გოგონათა სკოლის, სპორტული და სამკურნალო ობიექტების მშენებლობისთვის. სალაჰის სპორტულ აქტივში ამ სეზონში, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 25 მატჩში 17 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა, ის 13 ბურთით პრემიერლიგის ბომბარდითა დავასაც სათავეში უდგას.

სხვა სტატიები