Belive

სალაჰმა ლივერპულის რეკორდი დაამყარა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერლიგის 33-ე ტურში ,,ლივერპულმა'' ,,ნიუკასლს'' უმასპინძლა, მატჩი ფრედ, ანგარიშით 1-1 დასრულდა. შეხვედრაში ანგარიში 32-ე წუთზე მოჰამედ სალაჰმა გახსნა, რომელმაც მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში მე-20 გოლი გაიტანა. შედეგად, ეგვიპტელი გახდა პირველი ფეხბურთელი ,,ლივერპულის'' ისტორიაში, რომელმაც ინგლისის ჩემპიონატში მინიმუმ 20 გოლის გატანა სამ სხვადასხვა სეზონში შეძლო. 2017/2018 წლების სეზონში სალაჰმა ,,მერსისაიდელთა'' მაისურით თავი 32-ჯერ გამოიჩინა, 2018/2019 წლების სეზონში კი 22-ჯერ. აქამდე საუკეთესო შედეგი რობი ფაულერსა და ლუის სუარესს ჰქონდათ, რომლებმაც 20-20 გოლის გატანა ორ სხვადასხვა სეზონში მოახერხეს.

სხვა სტატიები