Belive

სალაჰმა რეალსა და ბარსელონაში გადასვლის შესაძლებლობაზე ისაუბრა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ბევრისთვის საინტერესო იქნებოდა მოჰამედ სალაჰის ესპანურ გრანდებში ხილვა, მით უმეტეს, ეგვიპტელის მიმართ ინტერესს როგორც "რეალი", ისე "ბარსელონა" იჩენდა. 28 წლის ეგვიპტელმა შემტევმა კომენტარი "რეალსა" და "ბარსელონაში" გადასვლის შესაძლებლობაზე გააკეთა. "ლივერპულის" შემადგენლობა სტაბილური და უცველელი ჩანს, თუმცა უფრო და უფრო ხშირად ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ "წითლები" კილიან მბაპეს ტრანსფერზე ოცნებობენ. მბაპეს საკუთარ რიგებში გადმოსაყვანად "ლივერპულს" მოუწევს, რომ სალჰი - ფირმინო - მანეს ტრიოდან ერთ-ერთს შეელიოს. ვრცელდებოდა ხმები, რომ ამ სამიდან რომელიმე ესპანეთის ჩემპიონატში გადაბრგდებოდა. ჟურნალისტებმა სალაჰს კომენტარის გაკეთება სთხოვეს მის შესაძლო გადასვლაზე ესპანეთის ჩემპიონატში. - გამორიცხავთ "რეალში" ან "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლას ? 
"ორივე ტოპკლუბია. არასდროს იცი, მომავალში რა მოხდება, თუმცა ახლა მთლიანად "ლივერპულზე" ვარ კონცენტრირებული და მსურს კიდევ ერთხელ მოვიგო პრემიერ ლიგა და ჩემპიონთა ლიგა გუნდთან ერთად",- განაცხადა სალაჰმა
- რამდენი ხანი აპირებთ ლივერპულში თამაშს?
"რთულია იმის თქმა, თუ რამდენ ხანს დავრჩები აქ. შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერი კლუბის ხელშია. პირველ ადგილზე კლუბი და მისი ინტერესები დგას",- აცხადებს სალაჰი.
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ლივერპული კვლავ ჩემპიონობისთვის იბრძვის, ხოლო სალაჰი - ბომბარდირობისთვის.    

სხვა სტატიები