Belive

სალაჰმა უპასუხა შეკითხვას - შეძლებს თუ არა ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ლივერპულის'' შემტევმა, მოჰამედ სალაჰმა, ,,ჩელსისთან'' მოგებული მატჩის შემდეგ, განაცხადა, რომ ,,რეალთან'' ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩისთვის მზად იქნება:
,,შევძლებ თუ არა ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშს? რა თქმა უნდა,'' -  სალაჰის სიტყვებს ფაბრიციო რომანო ციტირებს.
სალაჰმა ინგლისის თასის ფინალურ მატჩში მოედანი დაზიანების გამო 33-ე წუთზე იძულებით დატოვა. იურგენ კლოპის თქმით, ეგვიპტელს შეხვედრის გაგრძელება შეეძლო, თუმცა მან გარისკვა არ ისურვა:
,,ვფიქრობ, რომ მას ყველაფერი რიგზე აქვს, მაგრამ სამშაბათის მატჩისთვის (საუთჰემპტონთან) მზად ნამდვილად ვერ იქნება. მომ დისკომფორტი იგრძნო და თქვა რომ შეხვედრის გაგრძელება შეეძლო, თუმცა მე გადავწყვიტე, რომ მისთვის უკეთესი მოედნის დატოვება იქნებოდა.''
28 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ,,ლივერპული” მადრიდის ,,რეალს” დაუპირისპირდება. ეს გუნდები ფინალში ერთმანეთს 2018 წელსაც შეხვდნენ, მატჩი ,,სამეფო გუნდის” გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.

სხვა სტატიები