Belive

სალაჰს "ლივერპულის" მაისურით 100 გოლი დაუგროვდა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
17 ოქტომბერს პრემიერ ლიგის მე-5 ტურში მერსისაიდული დაპირისპირება გაიმართა, "ევერტონმა" "ლივერპულს" უმასპინძლა, შეხვედრა ფერდ 2:2 დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრაში 72-ე წუთზე მოჰამედ სალაჰმა პიკფორდის კარი აიღო. ეგვიპტელისთვის "ევერტონის" კარში გატანილი გოლი რიგით მე-100 გამოდგა "ლივერპულის" მაისურით. ეგვიპტელი მე-17 მოთამაშე გახდა, რომელმაც "ლივერპულის" მაისურით მინიმუმ 100 გოლი გაიტანა, ამისთვის სალაჰს მხოლოდ 159 შეხვედრის ჩატარება დასჭირდა. გთავაზობთ იმ ფეხბურთელების სიას, რომლებმაც მინიმუმ 100 გოლი გაიტანეს "ლივერპულის" მაისურით და ასევე მაჩვენებელს, თუ რამდენი შეხვედრა დასჭირდათ მათ ამის გასაკეთებლად. ჩამონათვალი : 17. სტივენ ჯერარდი - 448 შეხვედრა 16. ბილი ლიდელი - 319 შეხვედრა 15. კევინ კიგანი - 318 შეხვედრა 14. ჯონ ბარნსი - 313 შეხვედრა 13. იან სტ ჯონი - 270 შეხვედრა 12. ჯეკ ბალმერი - 262 შეხვედრა 11. დიკ ფორშოუ - 247 შეხვედრა 10. კენი დალგლიში - 241 შეხვედრა 9. ჰარი ჩემბერსი - 186 შეხვედრა 8. მაიკლ ოუენი - 184 შეხვედრა 7. გორდონ ჰოდსონი - 170 შეხვედრა 6. იან რაში - 166 შეხვედრა 5. სემ რეიბოლდი - 165 შეხვედრა 4. რობი ფაულერი - 165 შეხვედრა 3. მოჰამედ სალაჰი - 159 შეხვედრა 2. ჯეკ პარკინსონი - 153 შეხვედრა 1. როჯერ ჰანტი - 144 შეხვედრა როგორც ხედავთ, "ლივერპულის" ლეგენდარულ კაპიტანს სტივენ ჯერარდს ჩამოთვლილთაგან ყველაზე მეტი შეხვედრის ჩატარება დასჭირდა 100 გოლის გასატანად "ლივერპულის" მაისურით, თუმცა სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ჯერარდი ნახევარმცველი იყო.

სხვა სტატიები