Belive

სალას ერთგული ძაღლი პატრონის დაკრძალვას დაესწრო

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტრაგიკულად დაღუპული ემილიანო სალას დაკრძალვაზე საკმაოდ ემოციური ფაქტი დაფიქსირდა, საქმე იმაშია, რომ არგენტინაში გადასვენებული ფეხბურთელის დაკრძალვაზე მისი ერთგული მეგობარი ძაღლი მივიდა. ფოტოებზე ჩანს, თუ როგორ დგას დაკრძალვის პროცესიის მიმდებარე ტერიტორიაზე სალას ერთგული ნალა, რომელსაც აშკარად ეტყობა თუ როგორ განიცდის საყვარელი მეგობრის დაკარგვას. რამდენიმე დღის წინ, როდესაც ემილიანო სალას სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა, ემილიანოს დამ სურათი გამოაქვეყნა, სადაც ნალა თავის პატრონს ელოდებოდა თუ როდის დაბრუნდებოდა იგი სახლში, თუმცა სალა სახლში არ დაბრუნებულა, მისი საფეხბურთო კარიერა და ცხოვრება ლა მანშიც სრუტეში, თვითმფრინავის ჩამოვარდნისას შეწყდა.

სხვა სტატიები