Belive

სალას მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ პილოტზე სამართალდამცველებმა გადაწყვეტილება მიიღეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ემილიანო სალას ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაში ახალი დეტალებია ცნობილია. ემილიანო სალას თავდაპირველი პილოტი დევიდ ჰენდერსონი უნდა ყოფილიყო, რომელიც დევიდ იბოტსონმა ჩაანაცვლა. ავიაკასტროფის შედეგად, ემილიანო სალა და დევიდ იბოტსონი დაიღუპნენ - მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ იბოტსონს ღამის ფრენების განსახორციელებლად შესაბამისი ლიცენზია არ გააჩნდა. ბრიტანელმა სამართალდამცველებმა დევიდ ჰენდერსონი ეჭვმიტანილად სცნეს და მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. რამდენიმე საათის წინ, დეტექტივ გამომძიებელმა საიმონ ჰაქსტერმა მოხსენება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც დევიდ ჰენდერსონს მკვლელობის ბრალდება მოეხსნა. "სალას გარდაცვალების გარემოებები დეტალურად შევისწავლეთ. კომპლექსური საგამოძიებო პროცედურების ჩატარების შემდეგ, დაიკითხა უამრავი მოწმე და კომპეტენტური ორგანიზაციის წარმომადგენელი." "გამოძიების მსვლელობისას, აქტიური თანამშრომლობა გვქონდა სამოქალაქო საავიაციო სამსახურისა და პროკურატურის წარმომადგენლებთან. ხაზგასმით ავღნიშნავთ, რომ დორსეტის პოლიცია დევიდ ჰენდერსონის წინააღმდეგ გამოძიებას მკვლელობის ბრალდებით აღარ გააგრძელებს", - აღნიშნულია დორსეტის პოლიციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სხვა სტატიები