Belive

სალას ტრაგედია - ფატალური შემთხვევა თუ გამიზნული მკვლელობა?

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
sportbible.com სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. ემილიანო სალას ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების შედეგად, სკანდალური დეტალი გახდა ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, ემილიანო სალა და მისი პილოტი თვითმფრინავში კარბონის მონოქსიდით (ნახშირორჟანგი) მოიწამლნენ. თვითმფრინავის ტოქსიკურობის ანალიზმა აჩვენა, რომ ნახშირბადის ჰემოგლობინის (COHb) გაჯერების დონე 58%-ს შეადგენდა. "COHb ეს არის ნახშირბადის მონოქსიდისა და ჰემოგლობინის ერთობლივი პროდუქტი, სისხლის წითელ უჯრედებში არსებული ჟანგბადის შემცველი ცილის მოლეკულა. ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში COHb-ის 50% და მეტმა გაჯერებამ შესაძლოა ფატალური შედეგი გამოიწვიოს." "იმ ტიპის თვითმფრინავებში, რომლითაც სალა მიფრინავდა პილოტის კაბინა სალონისგან არ არის გამოყოფილი. სწორედ აქედან ჩნდება ვარაუდი, რომ შესაძლოა პილოტიც იგივე ნივთიერებით მოიწამლა. CO-თი მოწამვლის შედეგად - ტვინი, გული და ნერვული სისტემა ზიანდება. COHb-ის პროცენტულობის მომატების შედეგად კი, CO-თი მოწამვლის სიმპტომები კიდევ უფრო უარესდება ", - აღნიშნულია ოფიციალურ მოხსენებაში.  

სხვა სტატიები