Belive

სალიჰამიჯიჩი: ,,ლევანდოვსკის კონტრაქტი ძალაში 2023 წლამდეა და მოხარულები ვართ, რომ ის ჩვენს გუნდს ეკუთვნის''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის ,,ბაიერნის'' სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა, გუნდიდან რობერტ ლევანდოვსკის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა:
,,ლევანდოვსკის კონტრაქტი ძალაში 2023 წლამდეა და მოხარულები ვართ, რომ ის ჩვენს გუნდს ეკუთვნის. ვფიქროვ, ახლა სიტუაცია დამშვიდდა. ვიცით, რისი მიცემა შეგვიძლია ერთმანეთისთვის. მასთან საჯარო განცხადებების შესახებ ვისაუბრეთ და იმაზე, რომ უნდა დავმშვიდდეთ,'' - განაცხადა სალიჰამიჯიჩმა.
რამდენიმე დღის წინ ლევანდოვსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მიუნხენური გუნდის დატოვება გადაწყვეტილი აქვს და ამაში არსებულმა კონტრაქტმა ხელი არ უნდა შეუშალოს. იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, კატალონიის ,,ბარსელონა” 34 წლის თავდამსხმელს სამწლიან ხელშეკრულებაზე შეუთანხმდა, თუმცა ახლა ყველაფერი ,,ბაიერნსა”  და ფინანსებზეა დამოკიდებული. გასული სეზონი ლევანდოვსკიმ 50 გოლითა და 7 საგოლე გადაცემით დაასრულა.

სხვა სტატიები