Belive

სალიჰამიჯიჩმა დაადასტურა, რომ ბაიერნი რონალდუს აგენტთან მოლაპარაკებებს მართავდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის ,,ბაიერნის'' სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა, განაცხადა, რომ ,,რეკორდმაისტერი'' კრიშტიანუ რონალდუს შესაძლო გაფორმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ფეხბურთელის აგენტთან, ჟორჟე მენდეშთან, მართავდა:

,,რონალდუ წარმოუდგენლად დიდი პერსონაა. ფეხბურთელი, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიო ფეხბურთში დიდი კვალი დატოვა.

ჩვენთვის ის ვარიანტი არ ყოფილა, რადგან სხვა მოთამაშეების გაფორმებით ვიყავით დაკავებულები. ის შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელმაც ბოლო წლებში ძალიან ბევრს მიაღწია,'' - სალიჰამიჩის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არაერთხელ დაიწერა, რომ კრიშტიანუ რონალდუს ,,მანჩესტერ იუნაიტედიდან” სურდა წასვლა. The Times-ის ცნობით, 37 წლის ფეხბურთელმა ,,წითელი ეშმაკების” ხელმძღვანელობას, სარფიანი შეთავაზების შემთხვევაში, კლუბიდან გაშვების თხოვნით მიმართა.

რონალდუს ანგარიშზე ,,მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურით ჩატარებულ 335 შეხვედრაში 142 გოლი და 62 საგოლე გადაცემაა. თავდამსხმელს კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები