Belive

სამართალდამცავებმა ჩელსის ვარსკვლავი დააკავეს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
თვითიზოლაციის პირობების დარღვევის გამო, სამართალდამცავებმა "ჩელსის" ვარსკვლავი - კალუმ ჰადსონ-ოდოი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, 19 წლის ინგლისელი ფეხბურთელის დაკავება, პოლიციის განყოფილებაში შესული ანონიმური ზარის შემდეგ განხორციელდა. ჰადსონ-ოდოი, რომელსაც კორონავირუსი ჯერ კიდევ გასულ თვეს დაუდგინდა თვითიზოლაციის ნაცვლად მოდელთან ერთობოდა. "არისტოკრატების" წარმომადგენლებმა მომხდარზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს, პოლიციის განყოფილებაში კი განაცხადეს, რომ საჩივარი 17 მაისს, 03:53 საათზე ქალბატონისგან შევიდა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა.

სხვა სტატიები