Belive

სამარცხვინო ასპარეზობა - კატარის ნაკრების 5 ანტირეკორდი 2022 წლის მუნდიალზე

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

2022 წლის მუნდიალის ჯგუფური ეტაპი დასასრულს უახლოვდება და უკვე 3 დეკემბრიდან პლეი-ოფები აიღებს სტარტს.

ჯგუფურ ეტაპზე ალბათ ბევრ ადამიანს ჰქონდა იმის იმედი, რომ მასპინძელი კატარის ნაკრები 2022 წლის მუნდიალზე სიურპრიზად მოგვევლინებოდა და კარგ შედეგს მიაღწევდა, თუმცა 2019 წლის აზიის თასის გამარჯვებულებმა და მუნდიალის მასპინძლებმა ჯგუფურ ეტაპზე უსახურად იასპარეზა და 5 ანტირეკორდიც დაამყარა.

  1. კატარის ნაკრები გახდა, მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მასპინძელი ქვეყანა, რომელმაც პირველი, გახსნითი მატჩი წააგო
  2. პირველი მასპინძელი ქვეყანა, რომელმაც ჯგუფიდან გასვლის შანსები პირველი ორი ტურის შემდეგ დაკარგა
  3. პირველი მასპინძელი ქვეყანა, რომლემაც ჯგუფურ ეტაპზე ბოლო ადგილი დაიკავა
  4. პირველი მასპინძელი ქვეყანა, რომელმაც ჯგუფური ეტაპი 0 ქულით დაასრულა
  5. პირველი მასპინძელი ქვეყანა, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე 7 გოლი გაუშვა

შეგახსენებთ, რომ კატარის ნაკრები A ჯგუფში: ნიდერლანდების, სენეგალისა და ეკვადორის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობდა, საიდანაც პლეი-ოფის საგზური ნიდერლანდებისა და სენეგალის ნაკრებება მოიპოვეს.

კატარის ნაკრებმა ჯგუფში 0 ქულით ბოლო ადგილი დაიკავა. შეჯიბრის განმავლობაში 1 გოლის გატანა შეძლო, ხოლო საკუთარ კარში 7 ბურთი მიიღო.

სხვა სტატიები