Belive

სამარცხვინო მარხცის მიუხედავად ზიდანი გუნდში დარჩება

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
კოპა დელ რეის 1/16-ფინალში მადრიდის "რეალი" ესპანეთის მესამე დივიზიონის გუნდ "ალკოიანოს" დაუპირისპირდა. შეხვედრა მადრიდელების უპირატესობით მიმდინარეობდა, პირველი ნახევარი ანგარიშით 0:1 სწორედ მათი გამარჯვებით დასრულდა, თუმცა შეხვედრის მე-80 წუთზე "ალკოიანოს" შეცვლაზე შემოსულმა თავდამსხმელმა წონასწორობა აღადგინა და შეხვედრა დამატებით დროში გადაიზარდა. დამატებული დროის 115-ე წუთზე "ალკოიანმა" დაწინაურება მოახერხა და საფინალო ანგარიშიც 2:1 დაფიქსირდა, რაც იმის მაუწყებელია, რომ მადრიდელები ტურნირს გამოეთიშნენ. აღნიშნულის შემდეგ ესპანურმა პრესამ აქტიურად დაიწყო წერა ზინედინ ზიდანის შესაძლო პოსტიდან გათავისუფლების შესახებ.
"როდესაც გუნდი მარცხდება პასუხისმგებლობას ყოველთვის საკუთარ თავზე ვიღებ. ფეხბურთელები მოედანზე ყველაფერს აკეთებდნენ მოსაგებად, თუმცა სხვაგვარი შედეგი დადგა. როგორც ყოველთვის ამ შემთხვევაშიც ბრალეულობას საკუთარ თავს ვაწერ" "ძალიან რთული მომენტია, ჩვენ კოპა დელ რეის მიღმა აღმოვჩნდით, თუმცა მოთამაშეებმა ყველაფერი გაიღეს იმისათვის, რომ ეს ასე არ მომხდარიყო. კიდევ უფრო რთული მომენტია იმ მხრივ, რომ მესამე დივიზიონის გუნდს "რეალი" აუცილებლად უნდა უგებდეს, თუმცა ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება" "ეს სირცხვილი ნამდვილად არ არის, როგორც აღვნიშნე ყველაფერი შესაძლებელია, პასუხისმგებლობას მე ვიღებ და ჩვენ აუცილებლად განვაგრძობთ სრულფასოვან მუშაობას. ამის გამო სასოწარკვეთას არ მივეცემით", - აცხადებს ზიდანი.
ამრიგად, ზინედინ ზიდანის მომდევნო გამოწვევა, შაბათს "ლა ლიგის" მე-20 ტურში მადრიდელებისათვის გასვლით მატჩში "ალავესის" წინააღმდეგ, შედგება.  

სხვა სტატიები